„სააკაშვილის მიზანია, უკრაინაში იტივტივოს მანამ, სანამ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება", - განაცხადა უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბრისას.
„სააკაშვილის მიზანია, უკრაინაში იტივტივოს მანამ, სანამ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება და „ნაცმოძრაობა", თუ არჩევნებში გამარჯვება ეღირსა, სააკაშვილს არ დაასახელებს პრემიერ-მინისტრად. ამ გეგმის შესასრულებლად ყველაფერზე წავლენ, თუმცა რევოლუციურ სცენარზე ამჯერად აღარ ფიქრობენ. დღეს ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, რადგან არანაირი პოლიტიკური ძალის იმედი არა მაქვს. ბიძინა ივანიშვილის გარდა, ქართულ პოლიტიკაში ლიდერს ვერ ვხედავ, რომელიც იტყვის, ხალხო, გამომყევითო და ხალხი გაჰყვება. მაგრამ ექნება კი ამის სურვილი ბიძინა ივანიშვილს?" - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.