ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წითელ პარასკევთან დაკავშირებით, გარდამოხსნის წესის შესრულება დაიწყო.
მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ატარებს.
გარდამოხსნის წესის შესასრულებლად ტაძრის შუაგულში წინასწარ უკვე მომზადებულია გარდამოხსნის დასასვენებლად სადგამი, ე.წ. საფლავი. იგი ყვავილებით არის მორთული და გარშემო შემოწყობილია ლანგარზე გაღვივებული ჯეჯილი, პასკები და წითელი კვერცხები. სადგამზე მოხდება ტაძრის საკურთხევლიდან გამობრძანებული გარდამოხსნის დასვენება.
მსახურების დროს გარდამოხსნას სასულიერო პირები საკურთხევლიდან გამოაბრძანებენ. იგი პატრიარქს თავზე ექნება გადაფარებული და მსვლელობით ტაძრის შუაგულში შემოატარებენ. მსახურებაზე შესრულდება საგალობლები, რომელიც მორწმუნეებს უფლის ჯვარცმას შეახსენებს.