logo_geo
eng_logo
ბესო დანელია: ლევან ბერძენიშვილი ერეკლე მეორეზე ამბობს, სამარცხვინო უნდა იყოს მისი სახელიო...
- +

14 აპრილი. 2017. 15:03



„ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ბესო დანელია ლევან ბერძენიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„სუკ-ის აგენტი ლევან ბერძენიშვილი ერეკლე მეორეზე ამბობს, მომავალი თაობებისთვის სამარცხვინო უნდა იყოს აღნიშნული მეფის სახელიო... განვმეორდები - სუკ-ის აგენტი ლევან ბერძენიშვილი, მეფეზე, რომელსაც, რომ გარდაიცვალა, 83 ჭრილობა დაუთვალეს სხეულზე სამშობლოსთვის ბრძოლაში მიღებული! კაცზე, რომელმაც 15 წლისამ აიღო ხმალი ხელში და ნახევარი საუკუნე ბრძოლაში იყო. 75 წლის კი ბრძოლიდან დაჭრილი გამოიყვანეს, ქათმის ნახარში მიართვეს, მეფეო, უნდა მიიღო, მოძლიერდებიო და ერეკლემ მიუგო, დიდმარხვაში რომ ქათმის ნახარში ვჭამო, ერს როგორ ჩავხედო თვალებშიო... სუკ-ის აგენტი ლევან ბერძენიშვილი..." - წერს ბესო დანელია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner