logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: ამერიკელების დარტყმა მოუმზადებელი იყო
- +

14 აპრილი. 2017. 15:48


 

„რუსეთი და ამერიკა გადავიდნენ ახალი ცივი ომის რეჟიმში", - განაცხადა ექსპერტმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამ გაზეთ „ახალ თაობასთან" საუბრისას.

 

„ამერიკელების დარტყმა მოუმზადებელი იყო.  გასროლილი ფრთოსანი რაკეტები დაიკარგა, სამიზნემდე ვერ მიაღწიეს. ამერიკელები არ აპირებდნენ ასადის წინააღმდეგ ბრძოლას. საერთო მიზანი იყო „ისლამური სახელმწიფოს" განადგურება ქიმიური იარაღის გამოყენებისა და კაცობირიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო.

რუსეთი და ამერიკა გადავიდნენ ახალი ცივი ომის რეჟიმში. ამერიკის რეაქციით რუსული მხარე დაბნეულია. ასეთ რეაქციას არავინ მოელოდა. ამერიკელების მხრიდან დარტყმა განხორციელდა უფრო ფსიქოლოგიური ფაქტორიდან გამომდინარე, ვიდრე სამხედრო ტექნიკური ძლიერების საჩვენებლად. რუსეთ-ამერიკის უშუალო დაპირისპირება მოსალოდნელია, თუმცა, იმედია, მხარეები აქამდე საქმეს არ მიიყვანენ", -აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner