logo_geo
eng_logo
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნა დააბრძანეს
- +

14 აპრილი. 2017. 16:04



სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნა დააბრძანეს. გარდამოხსნა საკურთხევლიდან სასულიერო პირებმა მსვლელობით გამოაბრძანეს და ტაძარში ერთხელ შემოატარეს. იგი თავზე ჰქონდა გადაფარებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და მსვლელობა ამ სახით მიმდინარეობდა ტაძარში.


გარდამოხსნის გამობრძანებამდე ტაძარში წაიკითხეს წმინდა სახარებიდან ადგილი, სადაც საუბარია უფლის ჯვარცმასა და ვნებებზე. კერძოდ, თუ როგორ გაყიდა 30 ვერცხლად მისმა მოწაფემ იუდა ისკარიოტელმა, საუბარი იყო პილატეს სამსჯავროზე და შემდგომ უფლის ჯვარცმაზე.


ტაძარში ასევე მსახურების ბოლომდე შესრულდება სპეციალური ლოცვები და საგალობლები, კერძოდ, წაიკითხავენ ღვთისმშობლის დატირებას და შესრულდება დავით გურამიშვილის ლექსზე „იესო" - შექმნილი საგალობელი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner