logo_geo
eng_logo
გოგა პიპინაშვილი: ვიღაცა ბიჭუშკამ გამაბითუროს, არ მივცემ ამის უფლებას!
- +

14 აპრილი. 2017. 17:55


 

„დაწყებული სამუშაოდან მიწევს გაქცევა", - განაცხადა მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა გაზეთ „ვერსიასთან" საუბრისას.

 

„ძალიან მიყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა. თეატრში რამდენიმე ახალგაზრდა რეჟისორი მოვიდა, რომელსაც უნდოდა ეცადა, დაედგა სპექტაკლი. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, ვიფიქრე, ახალი კონცეფციაა, ახალი სისხლი, ახალი ხედვა, ენერგეტიკა... მე ვისაც შევეხე, აღმოჩნდა, რომ მოცემულობის, დაწერილი ტექსტის მიღმა, სადაც იწყება ჩემი პროფესია, არც უფიქრიათ, არც ჩაუხედავთ. ამისთვის ხომ ცალკე პროფესია არსებობს - დიქტორები კითხულობენ დაწერილ ტექსტს, მე კი ეს არ მისწავლია, ეს არაა ჩემი საქმე. ამიტომ დაწყებული სამუშაოდან მიწევს გაქცევა. ბოლოს და ბოლოს, ის დაიმალება კულისებში, მე კი უნდა გავბითურდე ჩემს მაყურებელთან, ჩემს პროფესიასთან, ჩემს თავთან და ვიყო საშინლად შეურაცხყოფილი. ვიმეორებ - ცხოვრება დავუთმე თეატრს და ვიღაცა ბიჭუშკამ გამაბითუროს, არ მივცემ ამის უფლებას", - განაცხადა გოგა პიპინაშვილმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner