logo_geo
eng_logo
იერუსალიმში მამაკაცმა ბრიტანელი ტურისტი დანით მოკლა
- +

14 აპრილი. 2017. 18:13



ისრაელის ქალაქ იერუსალიმის ცენტრში 57 წლის პალესტინელმა ახალგაზრდა ბრიტანელი ტურისტი ქალი დანით მძიმედ დაჭრა. მოგვიანებით 20 წლის დაჭრილი ტურისტი საავადყოფოში გარდაიცვალა.


თავდასხმა ტრამვაის გაჩერებაზე მოხდა ძველი ქალაქის მახლობლად, სადაც უამრავი ტურისტი იმყოფებოდა.


ინციდენტი იუდეველთა დღესასწაულზე მოხდა, როდესაც აღდგომის წინა დღეებში იერუსალიმის წმინდა ადგილებში ათასობით მომლოცველი ჩადის მთელი მსოფლიოდან.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner