ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებსა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს სააღდგომო საჩუქრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, გამგებლის პირველმა მოადგილე მამუკა წოწერიამ, მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა გადასცე პირადად გადასცეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველ 200-მდე ოჯახს 80 ლარის ღირებულების სასაჩუქრე კალათები გადასცა.