აშშ-ში, ატლანტის მეტროსადგურში უცნობმა კაცმა ცეცხლი გახსნა, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
ქალაქის სატრანსპორტო სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.
მეტროსადგური West Lake Station, სადაც ინციდენტი მოხდა, დროებით დაკეტილია.
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.