logo_geo
eng_logo
ატლანტის მეტროში თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- +

14 აპრილი. 2017. 18:31



აშშ-ში, ატლანტის მეტროსადგურში უცნობმა კაცმა ცეცხლი გახსნა, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.


ქალაქის სატრანსპორტო სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია.


მეტროსადგური West Lake Station, სადაც ინციდენტი მოხდა, დროებით დაკეტილია.


დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner