მერვე მოწვევის პარლამენტის და „ქართული ოცნების" წევრმა დათო ლორქიფანიძემ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში პრეზიდენტის არჩევის წესზე ისაუბრა. ლორთქიფანძის თქმით, პრეზიდენტის არჩევის წესი დამოკიდებული უნდა იყოს ქართველი ხალხის ნებაზე.
„პრეზიდენტის არჩევის წესი როგორი იქნება, დამოკიდებული უნდა იყოს ქართველი ხალხის ნებაზე. არსებული სახელმწიფო მოწყობის პირობებში პრეზიდენტის საერთო-სახალხო პირდაპირი წესით არჩევა არ არის მთლად რელევანტური. პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩევლებს უნდა შესთავაზოს მისი ხედვები. დღეს მე ვერ ვხედავ ისეთ საშუალებებს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი მოსახლეობას დაჰპირდეს რაღაცას, რასაც შემდეგ აღასრულებს. პრეზიდენტს აღსრულების მექანიზმი არ აქვს", - ამბობს დათო ლორთქიფანიძე.