logo_geo
eng_logo
მევლუთდ ჩავუშოღლუ: თურქეთმა, შესაძლოა, ევროკავშირთან საიმიგრაციო საკითხთან დაკავშირებული ყველა შეთანხმება შეაჩეროს
- +

14 აპრილი. 2017. 19:31



თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუ ჩავუშოღლუ განცხადებით, თურქეთმა შესაძლოა გადახედოს ან შეაჩეროს ევროკავშირთან საიმიგრაციო საკითხთან დაკავშირებული ყველა შეთანხმება, თუ ევროკავშირი თურქეთს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე დადებით პასუხს არ ეტყვის.


ჩავუშოღლუს განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხი მიგრანტთა შესახებ შეთანხმების ნაწილი იყო.


თუ ჩვენ უარყოფით პასუხს მივიღებთ ევროკავშირისგან, ჩვენ უფლება გვაქვს, გადავხედოთ და შევაჩეროთ ევროკავშირთან მიღწეული ყველა შეთანხმება. ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უნდა მოგვცეს, რომელსაც ჩვენი ხალხი იმსახურებს", - განაცხადა  ჩავუშოღლუმ.

 

2016 წლის დასაწყისში თურქეთის მთავრობამ ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწია მიგრანტთა ნაკადის შეკავების თაობაზე, რის სანაცვლოდაც თურქეთის მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი მიენიჭებოდათ. თუმცა, ევროკავშირი ოფიციალური ანკარისგან ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლას ითხოვს.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner