logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია ნოდარ ებანოიძეს: დაიწყნარეთ ნერვები და ხელები სათანადო მიმართულებით მიმართეთ
- +

1 აპრილი. 2016. 15:59



სიტყვიერი შელაპარაკება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე - ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრ ეკა ბესელიასა და „რესპუბლიკელ" დეპუტატ ნოდარ ებანოიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.



სესიაზე საბავშვო ბაღების რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც დეპუტატებს, მეორე მოსმენით, ეკა ბესელია აცნობს.



ბატონო ნოდარ, ხელებს ნუ იშვერთ და ნუ ყვირით - დღეს რაღაც მეტისმეტად გაცხარებული ბრძანდებით, ამ რეფორმას ახლა პირველად არ ისმენთ, კანონპროექტის არსს დაუბრუნდით და იმედია, პოლიტიკურ ნოტაზე არ ხართ გადასული - დაიწყნარეთ ნერვები და ხელები სათანადო მიმართულებით მიმართეთ", - აღნიშნული განცხადებით ბესელიამ ებანოიძეს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა.



ებანოიძემ შენიშვნები პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით გამოთქვა, რომელიც ბაღებში ასაკობრივი ჯგუფების შექმნას - ჯგუფების ერთი და იმავე ასაკის ბავშვებით დაკომპლექტებას ეხება და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით unicef-ის კვლევებით და დოკუმენტით „აღფრთოვანებული არ დარჩა", ბესელიას კი მიმართა, რომ ის ფსიქოლოგი არ არის.



თქვენი ლოგიკა გავს იმას, თუ რატომ არის მესამე კლასის ბავშვი მესამეკლასელებთან და რატომ არ არის მეთუხეკლასელებთან. ზუსტად ამას ამბობთ - მე რა თქმა უნდა, ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ამაზე ფსიქოლოგები მუშაობენ და რასაც ლაპარაკობთ, რომ არ ვარგა, ეს ორჯერ ორი ოთხია. თუ იმის მტკიცებას ვიწყებთ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი და მათი კვლევები არ ვარგა, ნება მიბოძეთ, არ დავეთანხმო მაგ გაუგებარ ლოგიკას. რასაც ლაპარაკობთ, ეს ჩემთვის არის გაუგებარი ლოგიკა", - მიმართა ბესელიამ ებანოიძეს და აღნიშნა ისიც, რომ პოლიტიკური მოცემულობა ხალხს ცვლის.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner