იერუსალიმში, 57 წლის პალესტინელი მამაკაცი ტრამვაიში მგზავრებს თავს დაესხა, თავდასხმის დროს ინგლისელი ტურისტი ქალბატონი გარდაიცვალა.
ოცი წლის ბრიტანელი ტურისტი თავდასხმის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიღებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თავდამსხმელი 57 წლის პალესტინელია, რომელიც იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს. ის დანაშაულის ადგილზევე დააკავეს.