logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: პარლამენტში მოხვედრილ ადამიანთა ლეგიტიმაცია ბევრად მაღალი იქნება
- +

1 აპრილი. 2016. 16:11


 

„საქართველოში საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური ცხოვრების პერიოდი იწყება", - ამის შესახებ „რეპორტიორს" „ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელმა ზურაბ ქადაგიძემ განუცხადა. მისი შეაფასებით,  პოლიტიკური სპექტრი გადადის ახალ ეტაპზე, „რომელმაც ქვეყანა ახალ სიმაღლეზე უნდა აიყვანოს".



„კოალიციის დაშლაში არაფერი განსაკუთრებული არ გახლავთ, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. რამდენიმე წლის წინ, როდესაც კოალიცია იქმნებოდა, ის მიმართული იყო ერთი მიზნისკენ, რომ  მთავრობისთვის ჩამოეშორებინათ „ნაციონალური მოძრაობა". სწორედ ამან განაპირობა, რომ კოალიციაში გაერთიანდნენ განსხვავებული იდეოლოგიის და მსოფლმხედველობის მქონე პარტიები. დღეს მომხდარი ფაქტი კი, შესაძლოა,  სახელწიფოს და დემოკრატიის განვითრებისთვის  წინ გადადგმული ნაბიჯიც კი გახლავთ. რადგან საარჩევნო სუბიექტების არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში პარლამენტში მოხვედრილ ადამიანთა ლეგიტიმაცია ბევრად მაღალი იქნება, ვიდრე დღეს გახლავთ. რადგან თითოეული პარტია და კანდიდატი ხმებს მიიღებს დამოუკიდებლად, მისი გაწეული სამუშაოსა და საარჩევნო პროგრამის მიხედვით, ასევე უფრო დემოკრატიულად გადაწყდება მთავრობაში მინისტრთა რაოდენობა და ა.შ." - განაცხადა ქადაგიძემ.




მისი თქმით, პარტიები შეძლებენ, უფრო მკაფიოდ წარმოადგინონ თავიანთი კურსი, რაც ამომრჩეველს მიცემს საშუალებას, უფრო იოლად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია არჩევნებზე. ამასთან, ქადაგიძის თქმით, არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნა აუცილებლობას წარმოადგენს.



 

„ასევე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აუცილებლად მოხდება პარლამენტში ახალი კოალიციის შექმნა, რომელიც ერთნაირი მსოფლმხედველობის ადამიანებს გაართიანებს, სწორედ მათ, ერთნაირი მსოფლმხედველობის და შეხედულებების მქონე ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, სახელწიფოს განვითარება ხელშესახები გახადონ. უმთავრესი გახლავთ ის, რომ საქართველოს საგარეო კურსი არ იცვლება, ჩვენი ქვეყნისთვის ევროპულ ოჯახში დაბრუნებას ალტერნატივა არ აქვს", - განაცხადა ქადაგიძემ.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner