გერმანიის ფედერალური პროკურატურა ექსტრემისტული შინაარსის წერილის ავთენტურობას სწავლობს, რომელიც გერმანულმა გაზეთმა Tagesspiegel-მა მიიღო.
წერილის ავტორი ამტკიცებს, რომ 22 აპრილს „სისხლი დაიღვრება". როგორც გამოცემა იუწყება, 22 აპრილს კიოლნში დემონსტრაცია უნდა გაიმართოს, რომელიც პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის" სხდომის წინააღმდეგ არის მიმართული.
თავის მხრივ, გერმანიის სპეცსამსახურები სერიოზულად განიხილავენ ამ მუქარას, ვინაიდან დორტმუნდში მომხდარი შემთხვევის შემსრულებელი ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი.
გუშინ გერმანელმა სამართალდამცველებმა მოსაზრება გამოთქვეს, რომ დორტმუნდში ინციდენტის ადგილას ნაპოვნი წერილი, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს" „ბოევიკების" სახელით იყო დაწერილი, ყალბია.