მერვე მოწვევის პარლამენტარმა და „ქართული ოცნების" წევრმა დათო ლორთქიფანიძემ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენებაზე ისაუბრა.
„პრეზიდენტს არ ჰქონდა ისეთი გამოსვლა, რაც უშუალოდ მის კომპეტენციას შეესაბამება. მას მეტი ყურადღება უნდა გაემახვილებინა, ალბათ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის საკითხებთან დაკავშირებით. მისი გამოსვლა აუდიტორიაზე იყო გათვლილი და არა იმაზე, რაც კანონმდებლობიდან გამომდინარე მისთვის უფრო რელევანტური ყოფილიყო", - აცხადებს დათო ლორთქიფანიძე.