„ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციას ბირთვული იარაღის გამოყენებით უპასუხებს", - ინფორმაციას ამის შესახებ კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ცოი რიონ ხე ავრცელებს.
„ჩვენ, ბირთვული იარაღით გავანადგურებთ აშშ-ის ბირთვულ იარაღს. თუ აშშ გაბედავს და პროვოკაციაზე წავა, ჩვენ დაუყოვნებლივ განვახორციელებთ გამანადგურებელ დარტყმას, ბირთვულ ომს ჩვენ ბირთვული დარტყმით ვუპასუხებთ", - აცხადებს ცოი რიონ ხე.
კორეის სახალხო არმიის გენერალური შტაბის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეა, აშშ-ის აგრესიის შემთხვევაში, იაპონიაში და სამხრეთ კორეაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციაზე პრევენციულ დარტყმებს განახორციელებს.