logo_geo
eng_logo
ქიბარ ხალვაში: საინტერესოა, თქვენ რას დამითმობდით თქვენი წარმატების შემთხვევაში?
- +

15 აპრილი. 2017. 13:40



ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლებს, დვაით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს მიმართავს:

 

„ბატონო დვალი და ბატონო აქიმიძე, უპირველესად გისურვბეთ დიდ წარმატებებს, ნაკლებ სანერვიულოს და ბედნიერ აღდგომას.

 

თუ თქვენ თვლით, რომ ჩემი ბრძოლა წაგებულია, მაშინ თქვენი ქცევა გამართლებულია და წარმატებებს გისურვებთ. მაგრამ, თქვენს ქცევაში მუდამ არის რაღაც ჩემთვის შეურაცხმყოფელი და ისეთი, რაც ჩემი წარმატების შანსს ბევრით არა, მაგრამ, მაინც ამცირებს.

 

დარწმუნებული ვარ, რომ მე ჩემს პირობას შევასრულებ. მაგრამ, აქმადე არასდროს მიფიქრია, რომ ალბათ თავი თქვენგანაც სათანადოდ უნდა დავიცვა.

 

საინტერესოა, თქვენ რას დამითმობდით თქვენი წარმატების და ჩვენი თანამშრომლობის შემთხვევაში?

 

სამწუხაროა, რომ ისეთი სასარგებლო თვისება, როგორიც თმენაა უსაღვრო არ არის. ვფიქრობ, ჯობია ვიზრუნოთ ერთმანეთი სხვების სასარგებლოდ არ დავაზარალოთ.

 

და კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს..." - წერს ხალვაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner