„სამართალდამცავ ორგანოებს არ უნდა სცოდნოდათ, რა იგეგმებოდა საპატრიარქოში?!" - განაცხადა „ციანიდის საქმის" მთავარმა მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.
„დღეს გარკვეული კატეგორიის ადამიანები მაკრიტიკებენ და მლანძღავენ იმის გამო, რომ მამა გიორგის საუბრები ფარულად ჩავიწერე. ძალიან მაინტერესებს, სამართალდამცავ ორგანოებსა და საზოგადოებას არ უნდა სცოდნოდათ, რა იგეგმებოდა საპატრიარქოში და რისთვის მიჰქონდა მამა გიორგის ბერლინში ციანიდი? სავარაუდო დანაშაულის პრევენცია არ უნდა მომხდარიყო? ტრაგედია რომ დატრიალებულიყო, მერე გამოვსულიყავი და მეთქვა, უი, ამის შესახებ წინასწარ ვიცოდი, მაგრამ ყველაფერი დავმალე-მეთქი? დანაშაულის თანამონაწილე უნდა გავმხდარიყავი თუ რა უნდათ ჩემგან, ვერ გავიგე?!" - აღნიშნა ირაკლი მამალაძემ.