„ერთი გადაცემა მითხარით თინეიჯერებისთვის..." - განაცხადა მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა გაზეთ „ვერსიათან" საუბრისას.
„ახალი თაობის ბავშვები არიან სადღაც შორს, არადა, ყველას თეატრალური უნდა. ამ პროფესიას არასერიოზულად უყურებენ, ეს მოიტანა იმ მსუბუქმა, არაფრისმთქმელმა მონაცემთა ბაზამ, რაც არის ტელევიზიით დღეს ამ ყმაწვილებისთვის. ერთი გადაცემა მითხარით თინეიჯერებისთვის... რაიმე პროგრამა არსებობს? რით უნდა დაკმაყოფილდეს ეს თაობა - ტელესერიალებით? ამიტომ ის აუცილებლად შეძვრება ინტერნტში, რაღაცას იპოვის, რომელიც არც ქართული იქნება, არც ეროვნული, არც მისი და არც არანაირ ინტელექტს არ შემატებს", - აღნიშნა გოგა პიპინაშვილმა.