logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: ეს საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილება იყო!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

1 აპრილი. 2016. 16:22


 

კოალიცია „ქართული ოცნების" წევრი პარტიების საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობაზე „რეპორტიორთან" საუბრისას ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ აღნიშნა, რომ ეს კოალიციური პარტიების საკმაოდ გონივრული შეთანხმება და გადაწყვეტილება იყო.

 

„ეს არის ძალიან გონივრული გადაწყვეტილება და  კოალიციური  პარტიების ერთობლივი მიდგომა,  რომ თითოეული მათგანი  საპარალმენტო არჩევნებში დამოუკიდებლად გავიდეს. ყველა და პირადად მეც, მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ ყველა თვალსაზრისით ასე უმჯობესია ქვეყნისთვის. ახლა კოალიციის გამარჯვება და მათი ერთობლივი შესვლა პარლამენტში და შემდეგ დაშლა ხელისუფლების მდგრადობასაც და სახელმწიფოსაც მხოლოდ ხელს შეუშლიდა. ხოლო, თუ არჩევნების შედეგად კოალიციური  მთავრობა ჩამოყალიბდება, ეს მხოლოდ პოზიტიური მაჩვენებელია. მითუმეტეს, რომ ახლა „ქართული ოცნების" , როგორც კოალიციის აღქმა ამომრჩეველში უკვე ვეღარ ხდებოდა.  საკმაოდ არახილვადი იყო თავად პარტია „ქართული ოცნება" , ამიტომაც ყველა თვალსაზრისით, ეს ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა. 

ვფიქრობ, რომ რესპუბლიკური პარტია აუცილებლად მოხვდება პარლამენტში. ვერ გეტყვით პროპორციას, მაგრამ „რესპუბლიკელებს" საკმაოდ დიდი შესაძლებლობა აქვთ იმისთვის, რომ პარლამენტში დამოუკიდებლად შესვლა მოახერხონ", - აღნიშნა გამზარდიამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner