logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: ასადის ქმედება რუსეთთან იყო შეთანხმებული
- +

15 აპრილი. 2017. 16:05


 

„არ არის გამორიცხული, სირიაში ქიმიური იარაღი რუსებმა გამოიყენეს და ასადის რეჟიმმა თავის თავზე აიღო", - განაცხადა ექსპერტმა სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიამ გაზეთ „ახალ თაობასთან" საუბრისას.

 

„ასადის რეჟიმის ქმედებების შედეგად მომხდარი დაპირისპირებით „ისლამური სახელმწიფო" გაძლიერდა და გადავიდა კონტრშეტევაზე - ტერაქტები განახორციელა ასტრახანში, სანკტ-პეტერბურგში, ეგვიპტეში და სხვაგან. ფაქტობრივად, ისინი კიდევ უფრო გააქტიურდნენ რუსეთისა და ევროპის მიმართულებით. ვფიქრობ, ასადის ქმედება რუსეთთან იყო შეთანხმებული. არ არის გამორიცხული, სირიაში ქიმიური იარაღი რუსებმა გამოიყენეს და ასადის რეჟიმმა თავის თავზე იაღო. რუსებსა და ბაშარ ასადს უნდოდათ სირიაში ერთიანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნა და მოქმედების გეგმის შემუშავება", - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ. 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner