„რისთვის გვჭირდება თეატრების ხელმძღვანელები, თუ ჩვენ, ცენტრალიზებულად განვსაზღვრავთ ყველაფერს?" - განაცხადა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ გაზეთ „ვერსიასთან" საუბრისას თეატრალურ სამყაროში ბოლო დღეებში შექმნილ დაძაბულ სიტუაციაზე.
„გვაქვს რამდენიმე სპეციალური პროგრამა, როგორც თეატრებისთვის, ისე მუზეუმებისთვის... საუბარია ძალიან საინტერესო ექსკურსიებსა და ტურებზე, რომელიც გულისხმობს კულისებში შესვლას, შეხვედრას მსახიობებთან, რეპეტიციაზე დასწრებას... დანარჩენი კი, ყველაფერს კულტურის სამინისტრო ხომ ვერ გააკეთებს? საჭიროა მეტი ინიციატივა, კრეატიულობა აზროვნებაში... მათი პასუხისმგებლობაა, მოიზიდონ ეს ბავშვები, შემოიღონ ბილეთების შეღავათიანი სისტემა, წარმოადგინონ სპექტაკლები. რისთვის გვჭირდება თეატრების ხელმძღვანელები, თუ ჩვენ, ცენტრალიზებულად განვსაზღვრავთ ყველაფერს?" - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.