logo_geo
eng_logo
ნიკო ლეკიშვილი: ამათ რომ იწუნებთ, ის გინდათ, ორი გვამი მომიტანეთო, რომ ამბობდა?
- +

15 აპრილი. 2017. 16:32


 

„როცა ქალაქის მერი გავხდი, ერთმა ჩემზე თქვა - სამ დღეში პურის საკითხი რატომ არ გადაწყვიტაო?" - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა ნიკო ლეკიშვილმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.

 

„10 წლის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება. ამათ რომ იწუნებთ, ის გინდათ, ორი გვამი მომიტანეთო, რომ ამბობდა? ყურადღებით გაიაზრეთ თურქეთის ლიდერის რჩევა ევროპაში მცხოვრები თურქების მიმართ: ვინც მანდ ხართ, ბევრი შვილი გააჩინეთო. გგონიათ, ეს იმ თურქებს არ ეხება, ბათუმში რომ ცხოვრობენ? ამაზე იფიქრეთ და არა დაგროვილ ბოღმაზე. როცა ქალაქის მერი გავხდი, ერთმა ჩემზე თქვა - სამ დღეში პურის საკითხი რატომ არ გადაწყვიტაო? ნანი ბრეგვაძემ თბილისობაზე რომ მამღერა, იმავე კაცმა თქვა - ნიკო ლეკიშვილმა სიმღერა მაინც იცოდესო... როცა ბოღმა ხარ, არაფერი მოგეწონება", - განაცხადა ნიკო ლეკიშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner