logo_geo
eng_logo
გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა
- +

15 აპრილი. 2017. 17:16



საქართველოს საავტომობილო მაგისტრალზე, გორის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამარშრუტო ტაქსი ამოტრიალდა. ამის შესახებ ინფორმაციას „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან ავრცელებს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.


არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ერთ-ერთი სოფლის შიდა-სამგზავრო სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა.


შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.


ფაქტი ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner