logo_geo
eng_logo
ირაკლი მამალაძე: მე, როგორც მოწმეს, ჩვენებაში ნამდვილად მაქვს მითითებული, რომ…
- +

15 აპრილი. 2017. 18:51


 

„მათთვის იდეალური ვარიანტი იყო, თუკი პატრიარქის მოწამვლა შორენა თეთრუაშვილის ხელით მოხდებოდა", - განაცხადა „ციანიდის საქმის" მთავარმა მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.

 

„მე, როგორც მოწმეს, პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ნამდვილად მაქვს მითითებული, რომ დანაშაული იგეგმებოდა პირადად პატრიარქის წინააღმდეგ. საერთოდ, ამ ჯგუფისთვის, რომელიც მამა გიორგის უკან იდგა, იდეალური ვარიანტი იყო, თუკი პატრიარქის მოწამვლა შორენა თეთრუაშვილის ხელით მოხდებოდა. როგორც ცნობილია, ბერლინის კლინიკაში მყოფი პატრიარქი საკვებს სწორედ შორენას ხელიდან იღებდა. მამა გიორგის, სოსო ოხანაშვილსა და მათი ჯგუფის წევრებს ჩემი თანდასწრებით არაერთხელ უსაუბრიათ იმის შესახებ, რომ საპატრიარქოში შორენა თეთრუაშვილთან ბრძოლის ყველა რაუნდი წააგეს და პატრიარქის მდივან-რეფერენტი მათთვის სერიოზულ ბარიერს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, ამ ჯგუფს თეთრუაშვილის განეიტრალება სჭირდებოდა. მართალია მის ფიზიკურ ლიკვიდაციაზე არ საუბრობდნენ, მაგრამ გეგმავდნენ სხვადასხვა სახის პროვოკაციას, რასაც შორენას მაქსიმალური დისკრედიტაცია უნდა გამოეწვია. ეს მათ გზას გაუხსნიდა, რომ პატრიარქის ტახტზე თავიანთი კანდიდატი აეყვანათ. ამ კანდიდატის ვინაობას ნამდვილად ვერ გავამჟღავნებ, რადგან შესაძლოა, ამით გამოძიების ინტერესები დავაზარალო და როგორც მოწმეს, რომელსაც გაუთქმელობის ხელწერილი მაქვს დადებული, პრობლემები შემექმნას. იმ საუბრების დროს, რომელსაც პირადად ვესწრებოდი, მამა გიორგისა და სოსო ოხანაშვილის მხრიდან სახელდებოდა კონკრეტული სასულიერო პირი, წმინდა სინოდის წევრი, რომელსაც ისინი მომავალ პატრიარქად განიხილავდნენ" , - აღნიშნა ირაკლი მამალაძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner