რესპუბლიკური პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, რესპუბლიკური პარტია გადალახავს საარჩევნო ბარიერს, მოხვდება პარლამენტში და შექმნის ფრაქციას.
„თუ შევცდით, ვიტყვით, რომ შევცდით. გაავაანალიზებთ და აღმოვფხვრით, მაგრამ დავრჩებით აჭარის პარლამენტში, დავრჩებით თბილისის საკრებულოში, უამრავ საკრებულოში დავრჩებით და პარტია იცოცხლებს. ეს პარტია 38 წლის არის, ყოველთვის ჰქონდა პრობლემები, ხან წინ მიდიოდა, ხან უკან, ხან პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავდა და ხან პურის ფული ენატრებოდა", - განაცხადა ბერძენიშვილმა.