სააღდგომო ლიტურგია საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში 23:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იბერია" ავრცელებს.
სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
სამების ტაძარში სადღესასწაულო წირვას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მოქალაქეებთან ერთად, მთავრობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირებიც დაესწრებიან.
სამების ტაძარში იერუსალიმიდან ჩამოტანილი ზეციურ ცეცხლსაც მიაბრძანებ, საიდანაც იგი მთელ საქართველოში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით გავრცელდება.