logo_geo
eng_logo
ლევან ბერძენიშვილი: გამოვცდით, როგორ ვუყვარვართ ქართველ ხალხს
- +

1 აპრილი. 2016. 16:26



რესპუბლიკური პარტიის წევრის ლევან ბერძენიშვილის ვარაუდით, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის განცხადების შემდეგ პარტიის რეიტინგი გაიზრდება.



რესპუბლიკური პარტიის რეიტინგი ნელ-ნელა დაიწყებს ზრდას. ასე ხდება ხოლმე. სანამდე ავა, არ ვიცი, მაგრამ მართლა არ მგონია, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემა შეგვექმნას. ბევრი რამ იმაზე არის დამოკიდებული, ამომრჩეველს რთულ ამოცანას როგორ ავუხსნით. ეს ევროპული ამბავი, რომ ხარ მთავრობაში, მაგრამ კენჭს ცალკე იყრი, ვიღაცებს შეიძლება არ ესმოდეს.მაგრამ არ მგონია, ქართველები ბულგარელებზე უფრო დებილები იყვნენ და მართლა ვერ გაერკვნენ, რა ხდება", - ამბობს დეპუტატი.



დეპუტატის თქმით, ყველა პარტია გამოცდის ამომრჩევლის სიყვარულს.



ყველა გამოვცდით, როგორ ვუყვარვართ ქართველ ხალხს და ერთხელ და სამუდამოდ შევაწყვეტინებთ მტერს და მოყვარეს საუბარს იმაზე, როგორ ვერ გვიტანენ. თუ ვერ გვიტანენ - სახლში წავალთ, არ არის პრობლემა", - აღნიშნავს ბერძენიშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner