logo_geo
eng_logo
წმინდა ცეცხლი თბილისში ჩამოიტანეს
- +

16 აპრილი. 2017. 00:44



წმინდა ცეცხლი თელ-ავივიდან თბილისში უკვე ჩამოიტანეს. ისრაელიდან საქართველოში წმინდა ცეცხლი მეუფე იაკობმა ჩამოიტანა.


თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან წმინდა ცეცხლი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წააბრძანეს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.


უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:22 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე 15:18 საათზე შევიდა. მანამდე იგი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს, მათ შორის პოლიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უფლის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის საგანგებო ლოცვა შეასრულა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner