logo_geo
eng_logo
თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარობს
- +

16 აპრილი. 2017. 13:38


 

 

დღეს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას უნდა მისცენ ხმა.


ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.


პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი პირველი პოლიტიკური ლიდერი იყო, რომელიც საარჩევნო უბანზე მივიდა იზმირის პროვინციაში. მან აღნიშნა, რომ თურქეთის 81 პროვინციაში თურქი ხალხი საბოლოო სიტყვას იტყვის.


რეფერენდუმზე გამოტანილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა ანტალიის პროვინციაში მისცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმაც.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner