სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სასაფლაოებზე მოსახლეობამ წელსაც ვერ მოახერხა გასვლა.
ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს და რამდენიმე მოსაზღვრე სოფლის მოსახლეობას უკვე მე-9 წელია საფლავების მონახულება არ შეუძლია.
ისინი ყოველ წელს ელოდებიან სააღდგომოდ სასაფლაოებზე გასვლის ნებართვას, თუმცა მოლაპარაკებებმა სადღესასწაულოდ ჰუმანიტარული კორიდორის გაკეთებაზე შედეგი ამ დრომდე ვერ გამოიღო.