logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მხარს დაუჭერს სწრაფ განვითარებას
- +

16 აპრილი. 2017. 14:49


 


„რეფერენდუმებიც ჩაგვიტარებია, მაგრამ ამ რეფერენდუმის მიზანი მმართველობის სისტემის შეცვლაა", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა და რეფერენდუმზე გატანილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა სტამბოლში მისცა.


„ეს რეფერენდუმი არ არის ჩვეულებრივი კენჭისყრა. ჩვენ უამრავი არჩევნები გვქონდა რესპუბლიკის ისტორიაში. რეფერენდუმებიც ჩაგვიტარებია, მაგრამ ამ რეფერენდუმის მიზანი მმართველობის სისტემის შეცვლაა. მჯერა, რომ ჩვენი ხალხი მხარს დაუჭერს სწრაფ განვითარებას", - განუცხადა ერდოღანმა.


შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი იმართება. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას უნდა მისცენ ხმა.


ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner