თურქეთში რეფერენდუმის მიმდინარეობისას მოქალაქეთა ორი ჯგუფს შორის სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. სროლა საარჩევნო უბანთან ახლოს მოხდა. წინასწარი ვერსიით, დაპირისპირების მიზეზი პოლიტიკური შეხედულებებს შორის სხვაობა გახდა.
საარჩევნო უბნები თურქეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათზე გაიხსნა. დაახლოებით 55 მილიონი თურქეთის მოქალაქე სარეფერენდუმო კითხვას გასცემს პასუხს. ცვლილებები ითვალისწინებს საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.
თუკი მოსახლეობა ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, მორიგი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 3 ნოემბერს ერთად გაიმართება.