logo_geo
eng_logo
თურქეთში რეფერენდუმის მიმდინარეობისას სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
- +

16 აპრილი. 2017. 14:58


 

თურქეთში რეფერენდუმის მიმდინარეობისას მოქალაქეთა ორი ჯგუფს შორის სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. სროლა საარჩევნო უბანთან ახლოს მოხდა. წინასწარი ვერსიით, დაპირისპირების მიზეზი პოლიტიკური შეხედულებებს შორის სხვაობა გახდა.


საარჩევნო უბნები თურქეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათზე გაიხსნა. დაახლოებით 55 მილიონი თურქეთის მოქალაქე სარეფერენდუმო კითხვას გასცემს პასუხს. ცვლილებები ითვალისწინებს საპარლამენტოდან საპრეზიდენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, პრემიერის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის გაზრდას (550-დან 600-მდე) და უზენაესი სასამართლოს და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.


თუკი მოსახლეობა ამ ცვლილებებს მხარს დაუჭერს, მორიგი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 3 ნოემბერს ერთად გაიმართება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner