Reuters-ის ინფორმაციით, ალეპოში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 112-მდე გაიზარდა. სირიის სამოქალაქო თავდაცვის წევრებმა განაცხადეს, რომ 100-ზე მეტი ცხედარი გაიტანეს მანქანის აფეთქების ადგილიდან.
შეგახსენებთ, რომ შაბათს, თვითმკვლელმა ტერორისტმა მანქანაში თავი აიფეთქა. ამ მანქანის გვერდით იდგა ავტობუსების კოლონა,რომელსაც იდლიბის პროვინციიდან ევაკუირებული ლტოლვილები გადაჰყავდა.