logo_geo
eng_logo
ბაშარ ასადის მეუღლეს, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
- +

16 აპრილი. 2017. 16:47



სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მეუღლემ ასმა ასადმა შესაძლოა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა დაკარგოს.


ასმა ასადმა ბრიტანეთის მოქალაქეობა შესაძლოა იმიტომ დაკარგოს, რომ ის საკუთარი მეუღლის გადაწყვეტილებებს გამართლებულად მიიჩნევს და მათ პროპაგანდასაც კი ეწევა. ცნობილია, რომ ასადის მეუღლისთვის ბრიტანეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის თხოვნით, ბრიტანეთის პარლამენტის რამდენიმე წევრმა შესაბამის უწყებებს მიმართა.


ყოფილი ბანკირი ასმა ასადი ბაშარ ასადზე 2000 წელს დაქორწინდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner