„ასეთი მსახიობებით უნდა დაკომპლექტდეს თეატრი?"-განაცხადა მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა გაზეთ „ვერსიათან" საუბრისას.
„ჯგუფში რომ მივდივარ, შეურაცხყოფილი ვარ... ეს ბავშვები ჩემს პროფესიაში აპირებენ მოსვლას და რომ ვხედავ ჩაყირავებულს მობილურ ტელეფონში, ვერანაირად ვერ ვეგუები. დავუშვათ, მე აღარ ვარ, ასეთი მსახიობებით უნდა დაკომპლექტდეს თეატრი? იგივეა თეატრალურ ინსტიტუტში... ალბათ ჩემი თაობა იყო ყველაზე ბედნიერი, რადგან მაღალი რანგის პედაგოგების მთელი კოჰორტა დაგვხვდა - მიხეილ თუმანიშვილი, ლილი იოსელიანი, დოდო ალექსიძე... ახლა არ ვიცი, ვინ ვის რას ასწავლის, მაგრამ იქიდან გამოსული ახალგაზრდა რეჟისორი მოდის ჩემთან, დაწერილ ტექსტზე მელაპარაკება და იმის იქით რა არის თეატრი, აღარ აინტერესებს", - აღნიშნა გოგა პიპინაშვილმა.