logo_geo
eng_logo
რა სცენარით განვითარდება მოვლენები სირიაში
- +

16 აპრილი. 2017. 22:24



ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენების გამო, რუსეთს კარგა ხანი აღარ ეცლება აგრესიისათვის საქართველოსა და უკრაინაში. მიუხედავად ამისა, ეს პროცესები გავლენას ახდენს ყველა ქვეყანაზე.


გერმანული „დი ველტის" შეფასებით, სირიაში მოვლენების განვითარების სამი სცენარი არსებობს.


პირველი - აშშ შეეგუება რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ასადის რეჟიმს, რომელიც მომავალში დაემუქრება ისრაელს.


მეორე - ასადის რეჟიმში აშშ-ის სამხედო ოპერაციის შედეგად შეიცვლება. სირიაში დამკვიდრდება ლიბიის ტიპის მმართველობა.


მესამე - მოხდება შეიარაღებული შეტაკება აშშ-სა და რუსეთს შორის.


„ვაშინგტონ პოსტი" დარწმუნებულია, რომ თუ ტრამპის ადმინისტრაცია და კრემლი სირიის საკითხზე ვერ მოილაპარაკებენ, ორი ბირთვული სახელმწიფო ერთმანეთს შეეჯახება. გამოცემა აღნიშნავს, რომ რაც უფრო ფართო მიზნები ექნება აშშ-ის ადმინისტრაციას სირიაში, მით უფრო მოწყვლადი იქნება თეთრი სახლი ზეწოლის მიმართ, მასზე ზემოქმედებას მოახდენენ იმისათვის, რომ მოხდეს ესკალაცია.


ზოგიერთი რეგიონული მოთამაშე, მაგალითად, თურქეთი, რომელიც დიდი ხანია ოცნებობს აშშ-ის ჩათრევაზე ასადთან ომში, აცხადებს, რომ ვაშინგტონის დარტყმები ავიაბაზაზე არასაკმარისია. ის აშშ-ს უფრო გაბედული მოქმედებებისაკენ მოუწოდებს. ამერიკელი სენატორები ჯონ მაკ-კეინი და მარკო რუბიო მოუწოდებენ დონალდ ტრამპს, მიაწოდოს მეტი იარაღი სირიის ოპოზიციურ ძალებს, შექმნას სირიაში არაასაფრენი ზონები და გააგრძელოს სარაკეტო დარტყმები.


ამასობაში სირიის საჰაერო სამხედრო ძალებმა განაახლეს ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ხან-შეიხუნის დაბომბვა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწოდებები და ზეწოლა უფრო აქტიური გახდება.


თუ აშშ ამ მოწოდებებს აჰყვება, „ვაშინგტონ პოსტი" გარდაუვლად მიიჩნევს ომს აშშ-სა და რუსეთს შორის. მისი სიტყვებით, სირიის საკვანძო სამხედრო ბაზებზე რუსეთის სამხედროები არიან განლაგებული, მოსკოვმა სირიაში განათავსა თავისი საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რუსეთის თვითმფრინავები იქ პატრულირებენ. შესაბამისად, ფართო ამერიკული კამპანია ასადზე ზემოქმედების მიზნით გამოიწვევს რუსეთის სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვას. პრობლემას გამოიწვევს არაასაფრენი ზონების შექმნა. ამგვარი აქტიურობა ხელს შეუშლის ასევე კოალიციურ ძალებს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. აშშ-მ სირიის შაირათის ავიაბაზაზე იერიშამდეც მოუწოდა რუსეთს, ხელი აეღო ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერაზე. ამგვარი მოწოდებები ახლაც გაისმის.


ტრამპი და მეი მოგვიწოდებენ, უარი ვთქვათ ასადის მოკვაშირეობაზე და გვეუბნებიან, რომ ეს ჩვენს ინტერესს არ შეესაბამება. რისი შემოთავაზება შეუძლიათ მათ ამის სანაცვლოდ? გასაღების ჩაბარება ან-ნუსრასა და ისლამური სახელმწიფოსათვის? -  აცხადებს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის - ფედერაციის საბჭოს ინფორმაციის პოლიტიკის კომისიის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი.


საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძლა იყო ის სფერო, რომელშიც რუსეთსა და აშშ-ს უნდა ეთანამშრომლათ. მცირე მასშტაბით ასეთ თანამშრომლობა ხორციელდებოდა. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სიტუაცია შეცვალა. ახლო აღმოსავლეთში ტერორისტებთან ბრძოლას ხელშესახები შედეგები არ მოუტანია - მსოფლიოში ტერორისტული აქტები არ შემცირებულა. ტერორიზმთან და ესტრემიზმთან დაკავშირებული დანაშაული და საფრთხე გაზრდილია რუსეთშიც. ამგვარი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შემცირებულია.


ექსპერტების აზრით, ერთი მხრივ, სირიაში რუსეთი ანადგურებს მსხვილი ტერორისტული ორგანიზაციების ბაზებს, მეორე მხრივ კი ამ გზით ხდება მსხვილი ბანდფორმირებების დაშლა და ჯიჰადისტების განშტოებების შექმნა. ამის გამო რუსეთში სულ უფრო იზრდება იატაკქვეშა ტერორიზმის გაძლიერებისა და ტერორისტების მასშტაბური საფრთხე.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner