logo_geo
eng_logo
გოგა პიპინაშვილი: ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მეტი ფული მქონდეს...
- +

16 აპრილი. 2017. 22:50


 

„ვისაც ხელოვნების მოთხოვნილება აქვს, ანგარიში უნდა გავუწიოთ",- განაცხადა მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა გაზეთ „ვერსიასთან" საუბრისას.

 

„ხელოვნება ქვეყნის პრიორიტეტთა შორის ბოლოდან მეორე ადგილზეა, არადა, ყველაზე დიდი ინვესტიცია უნდა იდებოდეს და ამას იმიტომ კი არ ვამბობ, მეტი ფული მქონდეს; ეს იმისთვისაა საჭირო, შენმა ქვეყანამ იარსებოს -  ასეა ჩემი გადასახედიდან... შეიძლება ვინმე შემედავოს, სხვა დარგებიც მნიშვნელოვანიაო და დავეთანხმები, მაგრამ იმ ხალხს, ვისაც ხელოვნების მოთხოვნილება აქვს, ანგარიში უნდა გავუწიოთ. არ მგონია, რომ ეს ერთი კაცის გასაკეთებელია, თუნდაც კულტურის მინისტრის. მთელი მთავრობის დასალაგებელი ტაქტიკაა ხელოვნების პრიორიტეტად გამოკვეთა იმიტომ, რომ ნებისმიერი მინისტრი მთავრობიდან იღებს დავალებას, მთავრობას კი ხალხმა უნდა დაუკვეთოს ის, რისი მოთხოვნაც აქვს", - აღნიშნა გოგა პიპინაშვილმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner