ავტორი სალომე უერთაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძგურმა „რეპორტიორთან" IRI-ს კვლევების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთ კვლევებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჯერს, თუ კვლევისა და არჩევნების შედეგები ერთმანეთს დაემთხვევა.
„ამ კვლევებს მხოლოდ მაშინ დავუჯერებ, როდესაც კვლევისა და არჩევნების შედეგები ერთმანეთს დაემთხვევა. საქართველოში კი მსგავსი რამ არ მომხდარა. დიდი ხანია პოლიტიკაკში ვარ და არ მახსოვს აქ ჩატარებული კვლევები და არჩევნების შედეგები ერთმანეთს დამთხვეოდა. ახლაც, წინაასაარჩევნოდ IRI-მ და NDI-მ გამოაქვეყნა კვლევები, სადაც „ქართულ ოცნებას" და „ნაციონალურ მოძრაობას" ერთი და იგივე რეიტინგი ჰქონდა. ერთი ისეთი კვლევაც გამოქვეყნდა, სადაც „ნაციონალებს" მეტი რეიტინგი ჰქონდათ. არჩევნები კი სულ სხვა შედეგით დასრულდა. ეს კვლევების თემა ჩემთვის უკვე ღიმილის მომგვრელი გახდა", - ამბობს ძიძგური.