logo_geo
eng_logo
ლაშა ჟვანია: როდესაც უწმინდესს ასეთი ფრაზა ესმის, ყველაზე მეტად ეს მოქმედებს...
- +

17 აპრილი. 2017. 00:17


 

 

„უწმინდესი საოცრად თავმდაბალია და ეს კიდევ უფრო მეტ ქარიზმას აძლევს მას", - განაცხადა პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ჟურნალ „გზასთან" საუბრისას.

 

„პატრიარქის თითოეული ქმედება სახარების ცოცხალი ქადაგებაა. ხშირად, სხვადასხვა ვითარებაში ისე იქცევა, როგორც სახარებაშია. იქ ბევრი განსაკუთრებული დეტალია, მათ შორის, ძველ აღთქმაში, რომელიც ასევე სავალდებულოა ქრისტიანებისთვის. მაცხოვრის, მოციქულების თითოეული სიტყვა, იგივე მცნებები და ცხოვრების წესია. უწმინდესისთვის ყველა ადამიანი მისაღებია, ყველა უყვარს და ყველას თბილად ეპყრობა, განურჩევლად წარმომავლობისა, რელიგიისა, შინაგანი მრწამსისა, დამნაშავისა, არადამნაშავისა... და ჩემთვის, სწორედ ეს განასხვავებს მას სხვა ადამიანებისგან. მას ყველას სიხარული უხარია და ყველას მწუხარება სწყინს. დიდი ბავშვია, მაგრამ ამავდროულად საოცრად პრინციპული, ზოგჯერ ჯიუტიც. ეს მაშინ, როდესაც საქმე მის ჯანმრთელობას, მკურნალობას, ექიმთან წასვლას ეხება. თუნდაც 10 წლის წინ, მეც გამიბედავს და მისთვის მითქვამს, თქვენ მხოლოდ თქვენ თავს არ ეკუთვნით, უნდა გაგვიფრთხილდეთ და ეს ჩვენთვის უნდა გააკეთოთ-მეთქი. როცა ასეთი ფრაზა ესმის, ყველაზე მეტად ეს მოქმედებს. ამ დროს კიდევ უფრო აცნობიერებს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც ქვეყნის, ეკლესიის წინაშე აკისრია და ეს არც არასდროს დავიწყებია. როდესაც პატრიარქის აღსაყდრების დღე იყო, ასეთი ფრაზა თქვა სვეტიცხოველში, - „ მე შეგრძნებული მაქვს ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც ამ წმინდა თაღებს ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა". უწმინდესი საოცრად თავმდაბალია და ეს კიდევ უფრო მეტ ქარიზმას აძლევს მას", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner