„ცხოვრება თავისი გზით მიდის, აღარ არის ეროსი, რამაზი... მაგრამ მათგან ნასწავლი ადამიანები ხომ არიან... " - განაცხადა მსახიობმა გოგა პიპინაშვილმა გაზეთ „ვერსიასთან" საუბრისას.
„მე 20-21 წლის ასაკში მოვედი თეატრში და დამხვდა, იცით, ვინ? ჩემი წინა თაობა - მურმან ჯინორია, ლაურა რეხვიაშვილი, ზურა ყიფშიძე... მათ ისე შემიფარეს, ისე მომიარეს, არც მიგრძვნია, რომ სხვაგან მოვხვდი. უდავოდ გამიმართლა... ჩემი თეატრის დირექტორი ეროსი მანჯგალაძე იყო... მესმის, ცხოვრება თავისი გზით მიდის, აღარ არის ეროსი, რამაზი... მაგრამ მათგან ნასწავლი ადამიანები ხომ არიან... ზურა ყიფშიძე ახალგაზრდების სპექტაკლის მერე შევიდა, თითოეულს მოეფერა, ელაპარაკა, მათ კი ყურადღებაც არ მიაქციეს..." - აღნიშნა გოგა პიპინაშვილმა.