logo_geo
eng_logo
როგორ აჩუქა სიცოცხლე ბერიამ ჟუკოვს
- +

17 აპრილი. 2017. 01:29



ჟურნალი „თბილისელები" ლავრენტი ბერიაზე წერს.


ლავრენტი ბერია გრანდიოზული საიდუმლო პროექტების კურატორი გახლდათ. მის ხელში მოიყარა თავი საბჭოეთის უზარმაზარმა სამხედრო-სამრეწველო და ფინანსურმა პოტენციალმა, რაც მარშალ ბერიას საყოველთაო გავლენას კიდევ უფრო მეტად აძლიერებდა. ბერიას გაძლიერების პარალელურად, მრავლდებოდნენ ბერიას მტრები პოლიტბიუროში. მათ ეშინოდათ ყოვლისშემძლე მარშალის და იყო შეთქმულების მცდელობებიც. ერთ-ერთი ასეთი ინტრიგა ჯერ კიდევ 1947 წელს ჩახლართა მარშალმა ჟუკოვმა, მაგრამ ბერიას „ყოვლისმხედველ თვალს" ეს არ გამოჰპარვია. ჟუკოვის მცდელობები ჩაფლავდა და ეს არ იყო გასაკვირი. მაგრამ, ნიშანდობლივია ის, რომ ბერიამ სახელოვანი მარშალი დაინდო და თავად ჩაფარცხა ეს ისტორია. უშიშროების გენერალი ანტონ მატვეენკო წერდა: „მარშალი ჟუკოვი, უპირველესად, ბერიას გონიერებამ გადაარჩინა. ლავრენტი ბერიას, მართალია ყველა მტკიცებულება ჰქონდა საიმისოდ, რომ სახელოვანი „გამარჯვებული მარშალი" ჟუკოვი დიდი ხნით ციხეში მაინც გამოემწყვდია, მაგრამ ასეთი რამ არ გააკეთა. მთელი ჩახლართული ჟუკოვისეული ინტრიგა კი ის იყო, რომ ლავრენტი ბერიას ფიზიკურ ლიკვიდაციას აპირებდა, თანაც სისხლის სამართლის დამნაშავეთა ხელით. როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, სტალინმა ჟუკოვი მალევე მოაშორა კრემლს, რადგან მისი პოპულარობის ზრდა მთელ მსოფლიოში, უაღრესად აღიზიანებდა საბჭოთა ბელადს და ის ოდესის სამხედრო ოლქის მეთაურად დანიშნა. გაბრაზებული ჟუკოვსკისთვის ეს იგივე თანამდებობა იყო, მარშალობა რომ ჩამოერთმიათ და მხოლოდ კაპიტნის ჩინი დაეტოვებინათ. ჟუკოვმა „ამ საქმეში" ბერიას კვალი დაინახა, რაც მტკნარი სიცრუე იყო, სტალინმა ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. ამიტომ, ჟუკოვმა ბერიას მიმართ ბოღმა ჩაიდო და მის საწინააღმდეგოდ უხეში და უკიდურესი მეთოდების გამოყენებას შეეცადა. ფაქტობრივად, უარაფროდ, არმიის გარეშე დარჩენილმა ჟუკოვმა, ოდესასა და ოდესის ოლქში, მისთვის ჩვეული სისასტიკით, წესრიგის დამყარება დაიწყო. მომრავლებული კრიმინალური ბანდების ფიზიკურ განადგურებას მიჰყო ხელი. სწორედ ამ პროცესში გაუჩნდა იდეა, რომ ბერია კრიმინალების მეშვეობით მოეკლა. საქმეს თავის მარჯვენა ხელის, გენერალ-ლეიტენანტ კომაროვის დახმარებით შეუდგა. კომაროვის დამსჯელმა რაზმმა ბანდიტ აუგუსტ ვრონცერის დაჯგუფება აიყვანა. ჟუკოვის დავალებით, კომაროვმა აუგუსტ ვრონცერი „გადაიბირა" და თავის თანამზრახველებთან ერთად ბერიას მოკვლა შესთავაზა. სამაგიეროდ კი, თავისუფლებას, ფულსა და უცხოეთში გაყვანას შეჰპირდა. სინამდვილეში, თავმდამსხმელები ადგილზევე უნდა გაენადგურებინათ და ამგვარად წაეშალათ კვალი... ეს კომბინაცია საკმაოდ კარგად იყო მოფიქრებული და მიზანსაც მიაღწევდნენ, რომ არა ერთი წინაღობა. ვრონცერი სინამდვილეში „ენკავედეს" ფარული თანამშრომელი იყო და კრიმინალურ სამყაროში შეგზავნილი. ამიტომ, კომაროვის წინადადება მალევე მიუვიდა ბერიას, რომელმაც კონტროპერაცია ჩაუტარა ჟუკოვს. 1947 წლის 21 მაისს, ვრონცერის ხუთკაციანი ტერორისტული ჯგუფი მოსკოვში, მალაია ბრონნაიაზე იყო ჩასაფრებული და ბერიას მანქანას ელოდა, რომელიც კრემლიდან მოდიოდა და მათი აზრით, არ იყო დაჯავშნილი. მოახლოებულ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, მაგრამ მანქანა დაჯავშნილი აღმოჩნდა. ბერიას დაცვამ თავდამსხმელები, გარდა ვრონცერისა, ადგილზევე გაანადგურა. ვრონცერი კი ლუბიანკაზე წაიყვანეს და პარალელურად, გენერალ-ლეიტენანტი იური კომაროვიც აიყვანეს ოდესაში. მერე სასწრაფოდ მოსკოვში გადმოაფრინეს. ვრონცერმა და კომაროვმა ჩვენებები მისცეს. „ბანდიტი" კომაროვზე მიუთითებდა, გენერალი კი პირდაპირ მარშალ ჟუკოვს ადებდა ხელს... დაპატიმრებული ლუბიანკის სარდაფში გამოამწყვდიეს. ბერია კი პირდაპირ ოდესაში გადაფრინდა  და „ენკავედეს" სპეცძალების მიერ ალყაშემორტყმულ  შენობაში შევიდა, სადაც ჟუკოვი, ფაქტობრივად, დაკავებული იყო..." ამ მომენტს დაწვრილებით აღწერდა ბერიას პირადი მცველი ტიტე გაბუნია, რომელიც მოგვიანებით კანადაში გაიქცა. გაბუნია ამტკიცებდა: „ბერია ჩვენი (დაცვის) თანხლებით ეახლა გაფითრებულ ჟუკოვს. წინ დაუდო კომაროვის ჩვენება, რომელიც აგრეთვე, მაგნიტოფონზე იყო ჩაწერილი და იქვე მოასმენინა: - რას იტყვი, სახელოვანო მარშალო, იქნებ შენი შეთითხნილია ეს ყველაფერი? ჟუკოვი დუმდა. მაშინ ბერიამ დააყოლა: - ვიცი, რომ შენი ოდესური დაქვეითება ჩემი ნამოქმედარი გგონია, მაგრამ გარწმუნებ, ეს ტყუილია. საკმარისია, სტალინს დავუდო ყოველივე და შენგან სველი ადგილიც არ დარჩება, მაგრამ ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი ლაფში ამოისვრება. სიცოცხლეს გაჩუქებ. მაგრამ იცოდე, ჩემთან ვალში ხარ! ჩვენ წამოვედით და ალყა მოიხსნა..."


გენერალმა კომაროვმა თავი მოიკლა საკუთარ კაბინეტში. ბანდიტი ვრონცერი კი უკვალოდ გაქრა. ჟუკოვი გადარჩა, მაგრამ ბერიას კეთილშობილურ ჟესტს საპირისპიროდ უპასუხა ექვსი წლის შემდეგ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner