logo_geo
eng_logo
ილო ბეროშვილი: პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამჯერ შევედი ციხეში...
- +

17 აპრილი. 2017. 11:21



შოუმენი და მსახიობი ილო ბეროშვილი ორი გოგონას მამაა. როგორც თავად ამბობს, „იმედიდან" წამოსვლის შემდეგ ოჯახისთვის მეტი დრო რჩება და ამ დროს ბოლომდე შვილებთან ატარებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ახალი ურთიერთობის დაწყება მისთვის მოსახერხებელი იქნება.


„ვთვლი, რომ კარგი მამა ვარ. ბავშვები ამბობენ, რომ სუპერმაგარი მამა ვარ. იმ ყურადღებას, რასაც ჩემს გოგონებს ვაკლებდი, ახლა სრულიად ვინაზღაურებთ.

 

ამასწინათ ვიფიქრე, კარგი იქნება, ისეთ ადამიანთან ვიყო, ვინც მეყვარება-მეთქი. ახლა გოგოს თუ გავიცნობ, მეტი დრო მექნება ურთიერთობისთვის, ადრე ამას ვერ მოვახერხებდი, ისეთ სამუშაო გრაფიკი მქონდა. „იმედიდან" რომ წამოვედი, პირველი ერთი თვე სულ მეძინა. ახლა ნაკლები შემოსავალი მაქვს, მაგრამ უფრო ბედნიერი ვარ.

 

ახალ წლამდე პატრიარქს შევხვდი. მასთან ლაპარაკის შემდეგ სულიერი გადაფასებები დავიწყე. შინაგანად დავმშვიდდი. სულ სხვა ადამიანი გავხდი, ადამიანებს ვეფერები. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამჯერ შევედი ციხეში და ჩემი „სთენდ აფები" ჩავატარე", - ამბობს ილო ბეროშვილი.

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner