logo_geo
eng_logo
გიორგი ტიგინაშვილი: „ციანიდის საქმეში“ გარეულია წმინდა სინოდის მინიმუმ ერთი წევრი!
- +

17 აპრილი. 2017. 11:21


 

„ძნელად სავარაუდოა, რომ ურთულესად განსახორციელებელი დანაშაულებრივი გეგმა ბრალდებულ დეკანოზ მამალაძეს მარტოდმარტო, მხოლოდ თავისი რესურსით მოემზადებინა", - ამის შესახებ თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა „ასავალ-დასავალს" განუცხადა და ე.წ. „ციანიდის საქმეზე" ისაუბრა.


როგორც ტიგინაშვილი აღნიშნავს, „ციანიდის საქმეში" შესაძლოა სინოდის წევრებიც იყვნენ გარეულნი.


„კონფიდენციალურ წყაროსებზე დაყრდნობით, ჩემთვის ცნობილია, რომ დამატებითი მტკიცებულებებით, რომელთა გამოქვეყნებასაც პროკურატურა უახლოეს ხანაში გეგმავს, გამოვლენილია „ციანიდის საქმეზე" ბრალდებული დეკანოზის რამდენიმე თანამზრახველი, დადგენილია იმ პირის ვინაობა, რომლისგანაც გიორგი მამალაძემ ციანიდი შეიძინა და დაფიქსირებულია კონკრეტული ადგილიც, სადაც მომწამლავი ნივთიერების ხელიდან ხელში გადაცემა მოხდა.

 

იგი მარტო რომ არ მოქმედებდა, კარგად გამოჩნდა პროკურატურის მიერ ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებშიც, სადაც დეკანოზი ამბობს - „ზემოთ" უნდათ, რომ საპატრიარქოს ადმინისტრაციაში კიდევ უფრო მაღალი თანამდებობა დავიკავოო. იმავე ვიდეოჩანაწერებიდან მთელმა ქვეყანამ მოისმინა ისიც, რომ გიორგი მამალაძე მზად იყო, თავისი „კონკურენტებიდან" ზოგი „მარილზე გაეშვა", ზოგი (მაგალითად, მამა დავით ჭინჭარაული) შეთითხნილი ჭორების პრესაში გავრცელებით დაეზიანებინა და ზოგიც ცილისმწამებლური შავი პიარით გაენეიტრალებინა.

 

საგულისხმოა ერთი ნიუანსიც - ფარულ ვიდეოჩანაწერებში დეკანოზი მამალაძე თავისი ისედაც მაღალი სასულიერო წოდებისა და რეგალიების გაფართოებაზე რომ საუბრობს, ამის რეალობაში განხორციელება, რომელიმე მღვდელმთავარის ნებისა და ხელშეწყობის გარეშე, შეუძლებელია. ამდენად, ელემენტარული ლოგიკა გვკარნახობს, რომ „ციანიდის საქმეში" გარეულია წმინდა სინოდის მინიმუმ ერთი და დიდი ალბათობით, რამდენიმე წევრი!" - აცხადებს ტიგინაშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner