logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

17 აპრილი. 2017. 12:42



შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - კუსტარული წესით დამზადებული რევოლვერი, მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი და 14 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.


ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი).


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner