logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიფ ერდოღანი: პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ჩვენ ვცვლით მმართველობის სისტემას
- +

17 აპრილი. 2017. 13:01



თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანიმედოვნებს, რომ რეფერენდუმის შედეგები სარგებელს მოუტანს თურქეთს.


დაე, რეფერენდუმის შედეგებმა კეთილდღეობა მოუტანოს ჩვენს ქვეყანას. კენჭისყრამ აჩვენა, რომ ჩვენი ხალხი იცავს თავის ქვეყანას, თავის მომავალს. დღეს ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ხალხის არჩევანის მეშვეობით ჩვენ განვახორციელებთ რეფორმას, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.


ერდოღანმა საკონსტიტუციო ცვლილებების მოწინააღმდეგეებს ხალხის არჩევანის პატივისცემისკენ მოუწოდა.


პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩვენ ვცვლით მმართველობის სისტემას. მინდა ვუთხრა ყველას, განურჩევლად იმისა თუ რას მისცა ხმა, - ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა. ყველა კამათი და დაპირისპირება უკან ჩამოვიტოვეთ. ყველას მოვუწოდებ ხალხის არჩევანის პატივისცემისკენ", - განაცხადა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.


თურქსეთის პრეზიდენტის თქმით, დაუყოვნებლივ დააყენებს დღის წესრიგში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხს.


ამ მომენტისთვის ბიულეტენთა 99,99%-ის დამუშავების შემდეგ, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მომხრეები იმარჯვებენ. კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ამომრჩეველთა 51,34% უჭერს მხარს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner