თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, თურქეთმა თავისი დემოკრატიის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა.
„ჩვენ ძმები და დები ვართ. ჩვენ ერთი ერი ვართ. ამ რეფერენდუმზე არავინაა დამარცხებული.
ამ ქვეყანამ, ამ ერმა დაამტკიცა, რომ არანაირი მუქარის, არანაირი გარე ჩარევების წინაშე მეტი აღარ დახრის თავს. ეს ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა. ჩვენი დემოკრატიის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა. ამ რეფერენდუმში არავინაა დამარცხებული. სრულიად თურქი ერი გამარჯვებულად გამოვიდა", - განაცხადა ბინალი ილდირიმმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას.
დღეს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცა ხმა.